← მთავარი
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 20 ნოემბერი 2026
1. რა მონაცემებს ვაგროვებთ
- ელფოსტა — მხოლოდ თუ ანგარიშით შეხვალთ (შესვლის ბმულის გამოსაგზავნად და PRO-ს ჩასართავად).
- სწავლის პროგრესი — გავლილი ეტაპები, ქულები და მედლები, რომ ტელეფონზეც და კომპიუტერზეც გაგრძელდეს.
- PRO სტატუსი — ჩართულია თუ არა ფასიანი წვდომა.
უფასო ნაწილი ანგარიშის გარეშე მუშაობს: ამ დროს პროგრესი ინახება მხოლოდ თქვენს მოწყობილობაზე, ბრაუზერში.
2. რას არ ვაკეთებთ
- არ ვყიდით და არ გადავცემთ მონაცემებს მესამე პირებს რეკლამისთვის.
- არ ვიყენებთ სარეკლამო ან თვალთვალის ქუქიებს.
- ბარათის მონაცემებს არ ვინახავთ.
3. სად ინახება
ანგარიშის მონაცემები ინახება Supabase-ის სერვერებზე ევროკავშირში (ფრანკფურტი), საიტი განთავსებულია Netlify-ზე. ეს სერვისები მონაცემებს მხოლოდ თამაშის მუშაობისთვის ამუშავებენ. WhatsApp-ით ან ელფოსტით მოწერისას მიმოწერა ინახება შესაბამის სერვისში.
4. თქვენი უფლებები
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან ანგარიშის სრული წაშლა — მოგვწერეთ consulting@aiedu.ge-ზე. მოთხოვნას ვასრულებთ გონივრულ ვადაში.
5. ცვლილებები
პოლიტიკის განახლებისას ამ გვერდზე შეიცვლება განახლების თარიღი.
კონტაქტი: consulting@aiedu.ge · WhatsApp: +995 599 20 10 96 · www.AiEdu.ge