Giro d'Italia არის AiEdu-ს (aiedu.ge) ონლაინ თამაში იტალიური ენის შესასწავლად A1 დონეზე, ქართულენოვანი მომხმარებლისთვის. თამაში ბრაუზერში მუშაობს, ტელეფონზეც და კომპიუტერზეც.
შესვლა ხდება ელფოსტაზე გაგზავნილი ბმულით, პაროლის გარეშე. ანგარიში პირადია: გთხოვთ, შესვლის ბმული და წვდომა სხვას არ გადასცეთ.
თამაშის ტექსტები, სავარჯიშოები, დიზაინი და კოდი AiEdu-ს საკუთრებაა. ნებადართულია პირადი სწავლისთვის გამოყენება. აკრძალულია მასალის კოპირება, გავრცელება, გაყიდვა ან სხვა პლატფორმაზე განთავსება AiEdu-ს წერილობითი თანხმობის გარეშე.
ვცდილობთ, მასალა ზუსტი და თამაში მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს, თუმცა შესაძლებელია დროებითი შეფერხებები ან ტექნიკური სამუშაოები. თამაში სწავლის დამხმარე საშუალებაა და არ წარმოადგენს ოფიციალურ სერტიფიცირებას.
შესაძლოა, დროდადრო დავამატოთ ან განვაახლოთ ეტაპები და ეს პირობები. მნიშვნელოვან ცვლილებებზე ამ გვერდზე მიეთითება განახლების თარიღი.